საფრანგეთში სახლში დამზადებული პირბადის გამოყენება აიკრძალა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, სახლში დამზადებული პირბადე მოსახლეობას კორონავირუსის ახალი ვარიანტისაგან, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვერ იცავს.
მოსახლეობას მხოლოდ სამი სახის ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევა. ესენია: FFP2 ტიპის ნიღაბი, ქირურგიული და სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე ფაზიანი დაცვა აქვს.
წყარო: report.ge