სავალუტო ფონდი – 2020-25 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება!

პანდემიის გამო 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინატიმ განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

“2020-2025 წლებში პროგნოზირებადი მთლიანი დანაკარგი მნიშვნელოვანია და 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს” – განაცხადა გოპინატიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა.

წყარო: ptn.ge