,,ენა, პროდუქტია მთელი რიგი ეპოქებისა, რომელთა მანძილზე იგი ყალიბდება, მდიდრდება, ვითარდება, და იხვეწება. ჟამთა მანძილზე, ტომები და ეროვნებანი ქუცმაცდებოდნენ და ითიშებოდნენ. ხდებოდა მათი ერთმანეთში შერევა და შეჯვარედინება. შემდეგ კი გაჩნდნენ – ეროვნული ენები და სახელმწიფოები.
მოხდა რევოლუციური გადატრიალებანი, ძველი საზოგადოებრივი წყობილებანი – ახლებით შეიცვალა. ყოველივე ამან, უფრო მეტი ცვლილებანი შეიტანა – ენასა და მის განვითარებაში.
ქართული ენის, – როგორც საკუთარი ინდივიდუალობის მქონე ენის, ჯერ საერთო ქართული ფუძე – ენის, მერე – მისგან განტოტებული, სხვადასხვა ქართველური ენების – მრავალ ათასწლიან ისტორიის მანძილზე, შეხება – შეჯვარედინება ქართულ ენას, და მის მატარებელ ეთნიკურ კოლექტივს, ბევრ სხვადასხვა ეთნიკურ კოლექტივთან, და მათ ენებთან მოუხდა. მაგრამ ქართულმა ენამ, მოახერხა თავისი თავის დაცვა, და გამარჯვებული გამოვიდა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხება – შეჯვარედინების შედეგად, თვით ქართულმა ენამაც, არა ერთი ცვლილება განიცადა, რაც განსაკუთრებით მის ლექსიკას დაეტყო, მაგრამ, აღსანიშნავია ის გარემოება რომ, ქართულ – ქართველურ ენობრივ სამყაროს, ძალზე ადრე უნდა მოეპოვებინა, – თავისი საკუთარი ინდივიდუალობა, რომლითაც იგი გამოირჩეოდა, მონათესავე – ენობრივი სამყაროს – სხვა წევრებისგანაც. საზოგადოების გარეშე, – ენა არ არსებობს. ამიტომაც, ჩვენ ინდივიდუალობის, – ქართველურობის სახის მქონე ენასთან ერთად, დიდი ისტორიული მონაკვეთის მანძილზე, არ უნდა გამოგვრჩეს, ამ ენის მატარებელი – ეთნიკური კოლექტივში მყოფ ხალხთა არსებობაც. ენა, ის უძლიერესი იარაღია, რომლითაც ესა თუ ის ეთნიკური კოლექტივი, ინარჩუნებს თავის სახეს; ენა ის იარაღია, რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს, დაიცვას თავი, ყოველი ჯურის დამპყრობლებისა, და ასიმილატორებისაგან, გადაირჩინოს თავისი ინდივიდუალობა, თავისი სახე. ზოგიერთი ისტორიკოსი, იმის მაგივრად რომ, ახსნას ეს მოვლენა, მხოლოდ – გაკვირვებას სჯერდება. მაგრამ გაკვირვებისათვის, აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს. ენის გამძლეობა, აიხსნება მისი – გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის გამძლეობით. არ შეიძლება არ აღინიშნოს, – ქართულ წიაღში, თვალშისაცემი – მეგრულ – ჭანურის, და სვანურის ურთიერთმონათესაობა – ისევ და ისევ – ერთიან ქართულ ოჯახში. უეჭველია, ეს სიახლოვე, ეს ნათესაობა, ერთი ფუძე – ენის დიფერენციაციისაგან მოდის. სახელი „ქართუ“ ხომ, სწორედ – აღმოსავლურ – ქართული წარმოშობის ტომებისათვის დამახასიათებელ სახელწოდებას წარმოადგენს, და იგი გზას იკვლევს, ამ ხალხის მეზობლად მცხოვრები, დასავლურ – ქართული, ანუ – მეგრულ – ჭანური ფენის გავლით. ანტიკურ ხანაშივე, დამოწმებული ეს ფაქტი, ლაპარაკობს იმის შესახებ რომ, საერთო ქართული ფუძე – ენის – დიფერენციაციის შედეგად ჩამოყალიბებული განსხვავება, ქართველური ენების ორ დიდ შტოს, – აღმოსავლურ – ქართულსა, და დასავლურ – ქართულ – მეგრულ-ჭანურს შორის, ამ დროს უკვე მომხდარი ფაქტია. ამაზე ადრეც, უკვე დიფერენციაცია ქმნილ ქართველურ ენებს, ანდა იმ საერთო ქართულ ფუძე – ენას, რომლიდანაც მომდინარეობენ – ქართველური ენები, რა თქმა უნდა, – კიდევ დიდი ხნის ისტორია გააჩნდათ. ქართველურ ენობრივ სამყაროს, ძალზე ადრე უნდა მოეპოვებინა, თავისი საკუთარი ინდივიდუალობა, რომლითაც იგი გამოირჩეოდა, თვით ახლო მონათესავე, ენობრივი სამყაროს სხვა წევრებისგანაც.
ამა თუ იმ ხალხის სახის განმსაზღვრელად, – ენის გვერდით, გვევლინება აგრეთვე – კულტურა. კულტურა ის ელემენტია, რომელიც ბევრად უფრო ადვილად იცვლება, ვიდრე ენა. ამიტომაც, იგი ხალხის ეთნიკურ სახეს უფრო ნაკლებ წარმოაჩენს, – ვიდრე ენა. კულტურას, ადვილად ცვლის – არა მარტო ხალხის შინაური ცხოვრების მოვლენები, არამედ უცხო, ეთნიკურ -კულტურულ სამყაროსთან შეხება. ამა თუ იმ ხალხის წინაპრებად, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ელემენტებიც, რომლებიც ისტორიის მანძილზე, შეერწყნენ რა – ხალხის ძირითად ელემენტს, გაითქვიფნენ მასში, დაჰკარგეს საკუთარი ენა და ტომობრიობის სხვა ნიშნები, მაგრამ – მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მეორე ხალხის კულტურაში. ქართველ ხალხზე საუბრისას კი, შეიძლება ვამტკიცოთ რომ, მან თავის წიაღში, მოინელა – ამიერ – კავკასიის სამხრეთით მცხოვრები, ეთნიკურად მისი მონათესავე – ხეთური, ხურიტული – სუბარული, და ურარტუელი ტომების მნიშვნელოვანი ნაკადი, და ამ გზითაც, მემკვიდრე შეიქნა – ხეთური და ხურიტულ -ურარტული კულტურისაც. დროთა ვითარებაში, ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა, კიდევ ქართველური თუ – არაქართველური მოდგმის, არა ერთი სხვა ტომიც, – მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც. მათ ასიმილაცია განიცადეს – ამა თუ იმ ქართულ ტომთან. ქართველი ხალხის შემადგენლობაში, უნდა შესულიყო – ურარტუს დიდი სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის, მნიშვნელოვანი ნაკადიც, ისევე როგორც, ურარტოელთა მეზობელი, ზოგი სხვა ტომიც. ამიტომაც ქართველ ხალხს აქვს უფლება, ილაპარაკოს – ურარტოელებისა და მათი მეზობელი ტომების შესახებ, როგორც – ქართველი ხალხის წინაპრების შესახებ. ამ ხალხთა ისტორიის ცოდნა, ქართველი ხალხის ზოგიერთი წინაპრის ისტორიის ცოდნასაც ნიშნავს, და ამდენად იგი, ჩვენთვის საინტერესოა.
P. S . პროფესორ პიოტროვსკის, მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს ჩატარებული – ურარტუს ისტორიისა, და განსაკუთრებით – ურარტული კულტურის შესწავლის საქმეში. მისმა ნაშრომმა – „ურარტუს ისტორია და კულტურა“, რომელიც, 1944 წელს გამოიცა, – სტალინური პრემია დაიმსახურა.
სოციალური ქსელი: ბესო ბესო