დიდი ამბები ხდება რუსეთში.
ჯერ იყო და პუტინმა შეთავაზა ბაიდენს ნორმალური საგარეო ურთიერთობა – ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ისევ იმ გაზსადენზე იქნება მთავარი ვაჭრობა.
ამის შემდეგ კი მოსკოვმა ამერიკას წარუდგინა პროექტი და რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების გაგრძელება მოსკოვის პირობებით.
აგერ ახლა გუშინ, ედინაია რასიას მილიარდელ დეპუტატს – სერგეი სოპჩუკს მიადგნენ და მთელ რიგ კორუფციაში ამხილეს. ეს უსერიოზულესი სკანდალია – 38 მილიარდიანი ქონება ამოუთხარეს, რომელიც კორუფციით დააგროვა.
და ბოლოს, თვით სასტიკმა და არადემოკრატიულმა რუსეთმაც კი დაიწყო რეგულაციების შემსუბუქება – მაგ ბნელები.
ყველა ხვდება რომ პანდემია პირველ რიგში მთავრობებს გაისტუმრებს მოუსავლეთში, სიტყვაზე ვამბობ, ყველაზე კარგი მთავრობაც რომ იყოს მსოფლიოში, ისინიც ცუდად დაამთავრებენ და ამით პირველრიგში სხვა ძალები ისარგებლებენ.
თვეების უკან ვწერდი რომ საქართველოშიც ძალიან ცუდ პოლიტიკურ სიტუაციებს წარმოქმნიდა ეს ყველაფერი. ხომ ხედავთ, ყველაზე ნაძირალა ხალხიც კი სარგებლობს ამით და აქციებს ატარებს.
სოციალური ქსელი: დიტო ბიძინაშვილი