სომხური სერიალი გადის.. ცნობისმოყვარეობამ მძლია და 5 სერიას ვუყურე… გაოცებული დავრჩი თემებით:
ღირსება, ახლობლისთვის თავგანწირვა, მეგობრებისთვის თავის არ დაზოგვა, სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლა, უფროს – უმცროსის ცოდნა, ქალის პატივისცემა, მამაკაცის წინაშე მოკრძალება, ტრადიციებზე დგომა, მიცემული სიტყვის ყველა გზით შესრულების მცდელობა..
სამოსი ადეკვატური..
სიგარეტი კაცზეც კი არ შემიმჩნევია..
გამწვავებულ სცენებშიც კი არ ბილწსიტყვაობენ..
ერთმა სცენამ განსაკუთრებით გამაოცა, საავადმყოფოში მამას ეუბნებიან კომაში მყოფ შვილზე, ნუ ხართ ეგრე, დამშვიდდით, პაციენტი გრძნობს თქვენს განწყობას და ემოციას და უფრო ამძიმებთო..
და ეგრევე ჩვენს ქვეყანაში “გადმოვფრინდი”, ჩვენთან არსებულ ემოციებსა და განწყობაზე, აურასა და ენერგეტიკაზე!
ხელისუფლებას რომ კარგი უნდოდეს, შვიდგზის ლოცვებს სავალდებულოს გახდიდა, არ ვხუმრობ!
მხოლოდ საყოველთაო ლოცვები და ზიარებები თუ გაგვწმენდს და გაგვაძლიერებს!
სოციალური ქსელი: მაია დვალიძე