„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა“- ბუბა კიკაბიძე

დღეს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის  აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში, ბუბა კიკაბიძემ ივერი მელაშვილს მიმართა და ბოდიში მოუხადა, მომხდარი ამბების გამო.

„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როცა რაღაც ცუდი ხდება ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში.

მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცეებში. “- აცხადებს ბუბა კიკაბიძე.