გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, თებერვალში ქვეყანაში სკოლების გახსნა შეუძლებელი იქნება, თუმცა აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს სკოლები 8 მარტს გახსნან.
„მთელი რიგი მიზეზების გამო, შეუძლებელი იქნება სკოლების გახსნა თებერვალში. ვიმედოვნებთ, რომ უსაფრთხო იქნება სკოლების გახსნა 8 მარტიდან, შემდეგ კი სხვა ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვების მოხსნა, თუკი მონაცემები ამის საშუალებას მოგვცემს” – განაცხადა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აქვე პრემიერმა აღნიშნა, რომ აცნობიერებს იმ უზარმაზარ გავლენას, რაც დიდი ხნით სკოლების დახურვას აქვს ბავშვთა განათლებაზე.
წყარო: report.ge