დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მესამედ მივიდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მესამედ და აპირებს, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
“რეზონანსი”