WHO-ს ექსპერტები, რომლებიც უჰანში კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდნენ, საგამოძიებო საქმიანობას იწყებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 13-კაციანი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ორკვირიან კარანტინს 24 საათში ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
წყარო: itv.ge