მაგარი სამართალია. მალე ალბათ რურუასაც გამოუშვებთ და ნაცების სხვა მოთხოვნებსაც შეასრულებთ

ადვოკატი ლაშა გოლუბიანი სოციალურ ქსელში “კარტოგრაფების” საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება:

“ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ უშვებს.

თუ მიწების გაყიდვა ედებოდათ ბრალად, თუ 10-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა,თ პროკურატურამ რატომ უნდა მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა?

ოჯახურ ძალადობაზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებასაც არ უფორმებთ და უმკაცრეს სასჯელს ითხოვთ და სამშობლოს გამყიდველებს გირაოთი უშვებთ…

მაგარი სამართალია. მალე ალბათ რურუასაც გამოუშვებთ და ნაცების სხვა მოთხოვნებსაც შეასრულებთ…”-წერს გოლუბიანი.