“ცალსახად მინდა განვაცხადო – ყოველგვარი მცდელობა, ივერი გამოვუშვათ და სხვა დავიჭიროთ, იქნება იმ საზიზღრობის გაგრძელება,”- ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.
მელაშვილის განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკური მიზნით მოხდა. ამის შესახებ ივერი მელაშვილმა
მელაშვილის განმარტებით, ხელისუფლებას მისი დაკავებით ორი მთავარი მიზანი ჰქონდა – წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება.
„პირველი მიზანი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება და მისი გაშავება, თითქოს მან ტერიტორიები გადასცა. მეორე მიზანი იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება. ორთავე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. არავინ უნდა აღმოჩნდეს ციხეში.
ცალსახად მინდა განვაცხადო – ყოველგვარი მცდელობა, ივერი გამოვუშვათ და სხვა დავიჭიროთ, იქნება იმ საზიზღრობის გაგრძელება, რომელიც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს და პოლიტიკური მიზნით სულელური ბრალდებები უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს თემა ძალიან სენსიტიურია, ამ საკითხებს უნდა სამუშაო დონეზე წყნარად გადაწყვეტა და შემდეგ საჯაროდ გამოტანა“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.
ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების კადრები ვრცელდება.