რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა. რუსთაველის თეატრი მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.
“რუსთაველის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თეატრის მსახიობის მამუკა ლორიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“,-აცხადებენ რუსთაველის თეატრში.
ცნობისთვის, მამუკა ლორია ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი იყო. მან 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან კი რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.
წყარო: newposts.ge