სისხლიანი გარჩევა ბათუმში – ერთმანეთს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმში, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე – ერთმანეთს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთმა კანდიდატმა ოპონენტის და მისი თანმხლები პირის მიმართულებით გახსნა.

კონფლიქტის მონაწილეები – მუხრან ვახტანგაძე და ჯემალ წულუკიძე, ასევე მათი მხარდამჭერები და გარემოცვა მედიასთან კომენტარს მომხდარის შესახებ არ აკეთებენ.

ცნობილია, რომ ორივე კანდიდატი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, ვახტანგაძეს მსუბუქი დაზიანება აქვს მიყენებული, ხოლო ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მის თანმხლებ პირს.