პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” აცხადებს:
შიდაპოლიტიკური პრობლემების განხილვის ფონზე, ქართულ საზოგადოებას კადრს მიღმა რჩება, ისეთი საკითხები, რომლებიც თავისი გრძელვანიანი შედეგებით, ბევრად უფრო სერიოზული შეიძლება იყოს, ვიდრე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება და რომელთა გადაწყვეტას საჭიროებს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება, გამომდინარე იქედან, რომ მოვლენების განვითარებამ შეიძლება იქონიოს ისეთი ხასიათი, როდესაც მაქსიმალური კონსოლიდაცია იქნება საჭირო ქართული საზოგადოების.
ასეთი საკითხების რიგს მიეკუთვნება, ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს რეგინში, ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ. ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას გამოიწვევს, მაგრამ ამ მოცულობაში, საქართველოში ჩადებულია სერიოზული ნაღბები.
ჩვენ ვნახეთ თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ანონსი, როცა წამოჭრა საუბარი ექვსთა პლატფორმაზე, სადაც მოიაზრებოდა თურქეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, სომხეთი და აზერბაიჯანი და დღეს უკვე ამ კუთხით, როგორც ჩანს, ფორსირებულად დაიწყო მოქმედებები. თამაშში შემოვიდა ირანი, მოგეხსენებათა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტურნეში მოგზაურობს, ის უკვე იყო რუსეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსკენ მოემგზავრება და გარდა ამისა, გეგმავს ერევანში და ანკარაში ჩასვლას.
პირდაპირ გეტყვით, რომ აქ შეიძლება იყოს სერიოზული რისკები ჩადებული, რაც რუსეთს შეუძლია კიდევ ერთხელ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.
გარკვეული განვითარებით, გამომდინარე იქედან რომ ბევრი სისუსტე გვახასიათებს და ჩვენი დაცულობის ხარისხი ჯერ არ არის ისეთი, რომ პროცესს დავარქვათ შეუქცევადი, დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბევრი სცენარის მოდელირება შეიძლება, რომლის შედეგადაც შეიძლება დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რაც ერთხელ უკვე გვქონდა 1783 წლის წინ, როდესაც დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა, განა იმიტომ რომ გვინდოდა ტრაქტატზე ხელის მოწერა და რუსეთში შესვლაზე ვოცნებობდით – გამოუვალი მდგომარეობა იყო…
გამომდინარე ამ ვითარებიდან, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ანალოგიური სცენარების განვითარებას, შესაბამისად, ამ ძალიან დიდ გამოწვევას, 21-ე საუკუნის უდიდეს გამოწვეს ღირსეული პასუხი უნდა გავცეთ. უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, რომ დასავლეთი აქტიურობდეს მაქსიმალურად, რათა არ აღმოვჩნდეთ ამ სახიფათო სარისკო თამაშის სტატისტი, რომელსაც მიერეკებიან ჩვენთვის არასასურველი მიმართულებით.