ვირუსები დაღამებისას, 21:00 საათის შემდეგ, როცა ბნელი ძალების ბატონობა იწყება, გამოდიან გარეთ და ნადირობენ ეულ გამვლელებზე …

უმადურები ვართ ქართველები, არ ვაფასებთ ხელისუფლების ზრუნვას ჩვენსავე ჯანმრთელობაზე ?

ვაპროტესტებთ და აბუჩად ვიგდებთ ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს. ავიღოთ თუნდაც იგივე ე.წ. კომენდანტის საათი. ყველა განათლებული და ცივილიზებული ქართველისთვის ცნობილია რომ ვირუსები დაღამებისას, 21:00 საათის შემდეგ, როცა ბნელი ძალების ბატონობა იწყება, გამოდიან გარეთ და ნადირობენ ეულ გამვლელებზე და მძღოლებზე. ხოლო დილის 5:00 საათზე, მამლის პირველსავე ყივილზე ვირუსი და სხვა ბნელი ძალები წეწვა-გლეჯით უბრუნდებიან თავიანთ ბნელ სამყოფელოს. მზის პირველი სხივები განდევნიან ბოროტ ვირუსს
ამოდის მზე და აღებს კარს
ასე ნანატრი თავისუფლება. ?

სოციალური ქსელი: ალექსი ლომიძე   – გზავნილი+ფოტო