ეხლა კავკასიაზე მიდის ვაქცინის პროპაგანდა. ნინო თავს იკლავს არიქა ვაქცინა ჩქარაო! კალოიანი აცხადებს უნდა ვაიძულოთ მთავრობა დააჩქაროს შემოტანაო!
ანდრია ურუშაძე რომელმაც მინისტრობის დროს ხომ აგვაშენა, ეხლა მკერდზე მჯიხს ირტყამს აცრის კამპანია რატომ არ წარმოებსო და როგორც მივხვდი ტოტალური ვაქცინაციის მომხრეა. უნდა დავარწმუნოთო მოსახლეობა ვაქცინის უვნებლობაში. ითხოვს რომ ავტორიტეტები მოიწვიონ, მათ შორის ეკლესია!!!ანტივაქცინებს კი მუშტებს უქნევს მავნეები არიანო! მოკლედ სხვადასხვა ფორმით დაიწყო დიდი კამპანია! მთავარი ძალა ჟურნალისტები არიან, მათი დასაყრდენი კი კარიერისტები და სხვადასხვა სახის რეგვენები იქნებიან. ყველას ვინც დაიწყებს ამის ასეთ აქტიურ პროპაგანდას სათითაოდ უნდა მოეთხოვოს- აიღოს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე თანაც წერილობითი! ასე ენის ტანტალი ადვილია. პასუხისმგებლობა ! მე ვითხოვ ამას. ვინ მიჭერს მხარს?
აკადემიკოსი, თინა თოფურია