დღეს ტესტების დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო სამ თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე გაკეთებული ტესტების დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო სამ თვეში, ყველაზე დაბალია.

ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა სტატისტიკა, თუ როგორ იცვლებოდა ეს მაჩვენებელი ოქტომბრიდან დღემდე.

“ახალი შემთხვევების კლების დინამიკა გრძელდება. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველაზე ნაკლები – 3.5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4.7%, ბოლო 14 დღეში კი – 5.8%.

მინდა წარმოგიდგინოთ ამ დადებითობის პროცენტის შედარებითი მაჩვენებელი ოქტომბერ-ნოემბრიდან მოყოლობული დღემდე. ასეთია დინამიკა:

23 ოქტომბერი- 5 ნოემბერი – 19%;  6 ნოემბერი-19 ნოემბერი -24%; 20 ნოემბერი – 3 დეკემბერი – 30%; 4 დეკემბერი – 7 დეკემბერი – 22%; 18 დეკემბერი – 31 დეკემბერი – 14.5%; 1იანვარი – 14 იანვარი – 10.5%; 15 იანვარი – 28 იანვარი – 5.8%,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა კლების ტენდენციას შენარჩუნება სჭირდება.

 

“რუსთავი2”