გეიტსი – ახალი პანდემიისთვის მომზადება ისევე სერიოზულად უნდა აღვიქვათ, როგორც ომის საშიშროება

“შემდეგი პანდემიის საშიშროება მუდამ ჩვენს გონებაში იტრიალებს, თუ მსოფლიო მისი პრევენციისთვის შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს” – ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა განაცხადა.

“შემდეგი პანდემიის საშიშროება მუდამ ჩვენს გონებაში იტრიალებს, თუ მსოფლიო მისი პრევენციისთვის შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს. იმისთვის, რომ ის სირთულეები, რომელიც ახლა დაგვატყდა თავს მომავალში ავირიდოთ, პანდემიებისთვის მომზადება ისევე სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, როგორც ომის საშიშროება. იმედი მაქვს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ადამიანთა აზროვნებას გლობალური ჯანმრთელობის მიმართ შეცვლის” – განაცხადა გეიტსმა.

წყარო: bm.ge