კომპანია „გლოვოს“ კურიერები ა აქციას მართავენ და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ. მოთხოვნებს შორის, რესტორნებთან ლოდინის დროის შემცირება, გავლილ კილომეტრებე დაწესებული ტარიფების გაზრდა და ბონუსების სისტემაში ცვლილებებია.
კომპანიის ოფისთან რამდენიმე ათეული კურიერია შეკრებილი.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე “ნეტგაზეთთან” ამბობს, მათი სამუშაო პირობები არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელიც კომპანიამ მათ მუშაობის დაწყებისას მისცა:
“კარგა ხანია გვეუბნებიან, გვპირდებიან ცვლილებებს. ბევრ შემთხვევაში უფასოდ გვატარებენ, როცა მომხმარებლის მიზეზით უქმდება შეკვეთა, ვალდებულებას გვაძლევენ ღამის პირველ საათზე ვიმუშაოთ, რადგან მაღალი მოთხოვნის საათია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტინგი გვაკლდება და ვეღარც საათებს ვირჩევთ და ვეღარც ვმუშაობთ. ზოგს საშვი არ აქვს, ზოგი ელოდება საშვს ღამით ქალაქში გადაადგილებისთვის.
როცა გვინდა საუბარი, კურიერებს ცუდად ესაუბრებიან, ამბობენ თუ არ გინდა წადითო. სარგებლობენ იმით, რომ ვიღცა მინიმუმს კმაყოფილდება. როცა დავიწყეთ მუშაობა, ზოგმა ვალები და სესხები ავიღეთ იმიტომ რომ რაც შემოგვთავაზეს ვფიქრობდით იმით დავფარავდით, მაგრამ მერე დააკლეს ამ პირობებს და ამ პრობლემებთან დაგვტოვეს მარტო. დატოვებულ ჩაის ხშირად გვაკლებენ ანგარიშის დროს. როგორც მოპედს მანქანებსაც ისე გვიხდიან. მე რომ გამიუქმდეს შეკვეთა, მიწევს უფასოდ მოტანა ასათაიანზე თუ არ მოვიტანთ, ჩვენ გვეწერება” – ამბობს ერთ-ერთი კურიერი რომელიც აქციაში იღებს მონაწილეობას.
მოგვიანებით აქციაზე კურიერებთან კომპანიის წარმომადენელი გამოვიდა და მათ 10 თებერვალს შეხვედრა შესთავაზა:
“შეთანხმდით, რომ ვიმუშაოთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს. 10 თებერვალს ჩავნიშნეთ შეხვედრა სადაც შევხვდებით გლოვოს კურიერებს და თარიღებში გავწერთ რა და როდის უნდა გაკეთდეს” – უთხრა კურიერებს.