ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა მძარცველი სექსუალურ ნეტარებაში ჩაფლული აღმოაჩინეს და მაშინვე უპრობლემოდ დააკავეს.
ბრატისლავაში (ჩეხეთი) ახალგაზრდა ქალი მეტად უჩვეულო მეთოდით დაეხმარა პოლიციას მძარცველის დაკავებაში, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 იანვარს 24 წლის მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და გამყიდველს მთელი ნავაჭრი ფული მოსთხოვა. როდესაც სალარო „გამოასუფთავა“, ბოროტმოქმედი სეიფისკენ გაემართა. ამასობაში გამყიდველმა უკანა კარიდან გაპარვა და პოლიციის გამოძახება მოახერხა.
სანამ მძარცველი სეიფის გახსნას ცდილობდა, მაღაზიაში 36 წლის ქალი შევიდა, რომელმაც მეტად უჩვეულო გზას მიმართა პოლიციის მოსვლამდე ბოროტმოქმედის შესაჩერებლად: ახალგაზრდა მძარცველს ორალური სექსი შესთავაზა და მანაც ცდუნებას ვერ გაუძლო.
ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ დამნაშავე მაღაზიის ოფისში აღმოაჩინა, რომელიც იატაკზე იწვა და მთელი არსებით სიამოვნებას იღებდა.
„მეტი აღარ შემიძლია. ის ახლა თქვენია“, — უთხრა ქალმა სამართალდამცველებს.
მძარცველი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ახლა მას სასამართლო ელოდება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რატომ გადაწყვიტა ქალმა მძარცველის ესოდენ უცნაური ხერხით შეჩერება. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა მანამდე პრაქტიკაში არ ჰქონიათ.
“სპუტნიკი”