რატომ დაამატეს ჩასარიცხ აპარატებზე ტელეფონით ვერიფიკაცია და რა მონაცემებს იღებენ ამით ჩვენგან?
საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.
გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაციაცია ავრცელებს.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:
აზარტული თამაშები და ლატარია;
ონლაინ თამაშები;
დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
ინტერნეტ მარკეტინგი;
ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
ტურისტული მომსახურება;
ქსელური მარკეტინგი;
ქველმოქმედება;
საკონსულტაციო მომსახურება;
პოლიტიკური პარტიები;
უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები” – ნათქვამია საქართველოს საბანკო ასოციაციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ptn.ge