დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ტაქსის მძღოლებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია.
“13 644 ტაქსის მძღოლია გატესტილი და აქედან დაუდასტურდა 79-ს. საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში გავრცელების მაჩვენებელი. ბაზრის მოვაჭრეებიდან 7284 გატესტილი და დაუდასტურდა 56-ს.
ასევე, რელიგიის წარმომადგენლიდან 5 863 არის გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1,4%-ია” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო: itv.ge