ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის წესები იცვლება.
“პირველი თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ნეგატიური ტესტით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით PCR ტესტი ჩაიტარონ, ხოლო მათ, ვისაც არ ექნება საზღვარზე ნეგატიური ტესტის პასუხი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად, წესდება 8-დღიანი თვითიზოლაცია და ჩვენ ამ ნაწილში მივყვებით ევროპის სტანდარტებს” – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო: newposts.ge