„ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ,” ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„წინადადებები, რომელიც დღეს იქნა წამოყენებული ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. რატომ უნდა დავარქვათ რაღაცას პლებისციტის სახელი, როდესაც შეიძლება, რომ გაიმართოს პირდაპირ პლებისციტი და არა არჩევნები, რომლებიც წარმოჩენილი იქნება პლებისციტად. არჩევნები და პლებისციტი ორი სრულიად განსხვავებული თემაა. ჩვენ მოთხოვნაა ახალი და ვადამდელი არჩევნები, ამ მოთხოვნის ერთგული ვართ 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.