ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში დოკუმენტების ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც სამთავრობოთაშორისო კომისიების სახელით, 1996 წლის 13 ივნისს ხელი მოეწერა და რომლითაც აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დადგენისას უნდა ეხლემძღვანელათ.
ლორთქიფანიძის თქმით, ივერი მელაშვილმა ამ დოკუმენტს თავი აარიდა.
“იმედია, კარგად იკითხება! ეს არის საწყისი დოკუმენტი, რომელსაც სამთავრობოთაშორისო კომისიების სახელით, 1996 წლის 13 ივნისს ხელი მოაწერეს უკლებამ და სალამოვმა და რომლის ძალითაც კომისიებს ეროვნულ დონეზე ათვლის წერტილად უნდა აერჩიათ სწორედ ის ყბადაღებული 1938 წლის კარტოგრაფიული დოკუმენტური მასალა, რასაც 2006 -2007 წლებში თავი აარიდა ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა!!! გთხოვთ, გააზიაროთ!”, – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.