იტალიაში, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები კვირიდან შემსუბუქდება. ამბის შესახებ CNN იუწყება.
იტალია თავისი „ფერების სისტემის“ მიხედვით ნარინჯისფერიდან ყვითელ ზონაში გადადის. ეს ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში გაიხსნება ბარები, რესტორნები, შემსუბუქდება მოგზაურობის წესები და ა.შ.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოს 5 რეგიონს არ ეხება. აპულია, სარდინია, სიცილია, უმბრია და ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია კვირიდან ნარინჯისფერ ზონაში იქნებიან. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა – რობერტო სპერანზამ გამოაცხადა.
მინისტრის თქმით, იტალიამ კორონავირუსის გავრცელების განსკუთრებული სტატისტიკური ვარდნა განიცადა.
წყარო: ptn.ge