ვარშავაში აბორტის წინააღმდეგ გამართული აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს

ვარშავაში აბორტის მხარდამჭერთა აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ მსვლელობის შესაჩერებლად კორდონი რამდენჯერმე აღმართა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სხვა მიმართულებით განაგრძეს.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ორსულობის შეწყვეტისთვის საჭირო აღნიშნული მიზეზები კიდევ უფრო შეამცირა და ამჟამად, აბორტი აკრძალულია ნაყოფის განვითარების მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც.

წყარო: report.ge