მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა და არჩეული ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკურის ლიდერები დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
დაკავებების შემდეგ რამდენიმე საათში სამხედრო ტელევიზიით ქვეყანაში 1 წლით საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ განცხადება გაკეთდა.
სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა.
წყარო: report.ge