„ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ვხედავ როგორ ყალიბდება ნორჩი ლენინელი ირაკლი ზარქუა ქართული დემოკრატიის დარაჯად; ოპოზიციის პარლამენტში არყოფნის პერიოდში ქართული პარლამენტარიზმი ეტყობა მის იმედზეა. რა ცეცხლს დააყენებს, რა პაექრობას ხოლმე თავისი კრიტიკული კითხვებით საკუთარ მინისტრებთან!“