20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძემ გამოქცეულების რაოდენობა უნდა იდარდოს

20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძემ გამოქცეულების რაოდენობა უნდა იდარდოს – დავით ჭიჭინაძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა შანტაჟის გამო ამას ვერ ახერხებს, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ეხმაურება.

ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტში არა თუ 20 დეპუტატი შევა, არამედ 2-3 თვეში ვინც შესულია ისინიც გამოიქცევიან.

“2-3 თვეში 20–ის შეყვანა კი არა, კობახიძემ უნდა იდარდოს გამოქცეულების რაოდენობა, პირდაპირ გეუბნებით. ამ პარლამენტში ყოფნა, უკვე უმსგავსო, გაყალბებულ პარლამენტში, აბსოლუტურად არალეგიტიმურში, ვისაც ოდნავ თავის გადარჩენის ინსტინქტი გააჩნია, არ გაჩერდებიან. არიან ასეთი ადამიანები, მიხვდებიან, სადაც მიაქანებს ეს სიჯიუტე ამ ქვეყანას. შეხედეთ, ვინ არ იყო ქართული ოცნების ყრილობაზე? პირველი მერცხლები იქ გამოჩნდნენ. გადაამოწმეთ” – თქვა ჭიჭინაძემ “ტვ-პირველის” ეთერში.

წყარო: itv.ge