რესტორნები შაბათს, 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ bm.ge-ს დაუდასტურა.
საუბარია 200-მდე რესტორანზე.
ცნობისთვის, გასულ შაბათს, პროტესტის ნიშნად რესტორნებმა 24 საათით შეწყვიტეს მიწოდების სერვისი და საპროტესტო აქცია გამართეს. რესტორატორები გახსნას ითხოვენ. ამასთან, სარესტორნო ბიზნესმა მთავრობას ორდღიანი ვადა მისცა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც ამოიწურა.
“bm.ge”