ავსტრია მესამე ლოქდაუნის შემსუბუქებას 8 თებერვლიდან დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
8 თებერვლიდან სკოლები, მუზეუმები და მაღაზიები გაიხსნება.
სკოლის მოსწავლეები ყოველ 2 დღეში გაიტესტებიან. ავსტრიაში სილამაზის სალონებიც გაიხსნება, მომხმარებლებმა კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინონ.
ლოქდაუნი ავსტრიაში 26 დეკემბრიდან მოქმედებს.
წყარო: bm.ge