ინდოეთის მთავრობის მიერ ჩატარებული სეროლოგიური კვლევის თანახმად, შესაძლოა, დელის მოსახლეობის ნახევარზე მეტს კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
„ჩატარებული კვლევის თანახმად, დელის მოსახლეობის 56,13%-ს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა” – განაცხადა ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, ინდოეთში კორონავირუსის 10.8 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული.
წყარო: ptn.ge