„რუსული კოვიდვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ევროკავშირში, თუ მარეგულირებელი ორგანო მას მიიღებს“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
„ევროკავშირში ყველა ვაქცინა მისასალმებელია“, – განაცხადა მერკელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას.
მერკელმა დაამატა, რომ მან ახლახანს ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვაქცინის შესახებ და აღნიშნა, რომ რუსული ვაქცინის კვლევის შედეგები კარგია.
ჟურნალ „Lancet“-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ რუსული ვაქცინა „Sputnik V“ 92% – ით ეფექტურია COVID 19–ის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიაში მარტის ბოლოს აცრა 10 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება .
მან ყველას მოუწოდა “ცოტა ხნით კიდევ მოითმინონ”.
გერმანია და ევროკავშირი ცდილობდნენ გაზარდონ ვაქცინების განაწილების ტემპი.
„ჩვენ არ შეგვიძლია ვაქცინაციის ხისტი გეგმის შედგენა,” – განაცხადა გერმანიის კანცლერმა და დასძინა, რომ ეს უნდა იყოს „დინამიური“ და ადაპტირებადი სიტუაციისთვის, რაც დამოკიდებულია მომარაგებასა და მიწოდებაზე.