“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორის განცხადება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას “მთავარი არხის” მიერ არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.

„მთავარი არხის“ ეთერით არასდროს გამოგვიცხადებია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი მობილურის ნომერი. ხელისუფლების მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და ემსახურება თეა წულუკიანის მიერ გუშინ, 2 თებერვალს, კანონის დარღვევის გამართლებას და გადაფარვას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტის წევრებს, რომ შეწყვიტონ თეა წულუკიანის დაცვის მიზნით “მთავარი არხის” შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება.