„პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო“,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, იოსელიანთან ერთად იგი დამოუკიდებელ პარტიას წარმაოდგენს.
„ორნი კი ვართ , მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც „მოქალაქეები“ ეწოდება, ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას არა, მაგრამ ეს არის ასე,”- განაცხადა ელისაშვილმა.