პარლამენტში არჩილ თალაკვაძე დღეს ანგარიშს წარადგენს

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ანგარიშის მოსმენით დაიწყება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

 

“ინტერპრესნიუსი”