გერმანიის ქალაქ დორმტუმნდში მთვრალმა ქალბატონმა ფედერალური პოლიციის წარმომადგენელს უკანალზე დაარტყა.
ეს ფაქტი წამყვანი გერმანული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა და უმალ შეიძინა პოლიტიკური სარჩული – პოლიციელმა იჩივლა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ 28 წლის ქალი პოლიციელს უკნიდან მიეპარა და მოულოდნელად დაარტყა უკანალზე. ქალი დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. გადაყვანისას მთვრალი მანდილოსანი პოლიციის თანამშრომლებს კვლავ აყენებდა შეურაცხყოფას – ამჯერად, სიტყვიერს.
დებოშირ ქალბატონს პოლიციელმა ვაჟბატონმა „სექსუალური შევიწროების და შეურაცხყოფის“ გამო უჩივლა. როგორც ჩანს, ნიღაბჩამოფხატებულ გერმანელებს ამ ფაქტს დემოკრატიის ზეიმად შეასაღებენ.
წყარო: DER SPIEGEL გერმანული ჟურნალი “დერ შპიგელი”