ჟურნალისტი მაია ცომაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხალხი იცრება და კვლევებიც გზად მოეწევა, რა პრობლემაა სამედიცინო მაფიისთვის ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება. Sputnik-ის მესამე სტადიის გამოცდის შედეგად მიღებული შუალედური კვლევების დასკვნის გამოჩენა ავტორიტეტულ სამეცნიერ ჟურნალ Lancet-ში რატომ გიკვირთ, შეკვეთილი მასალების შესახებ არაფერი გსმენიათ? მოსყიდულია ფარმფირმების მიერ კვლევაც, მეცნიერებაც და მსოფლიოც!!! ვინ აფინანსებს კოვიდ ვაქცინების მარათონს??? სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორ გზაზე ვდგავარ ჩემი ეჭვებით! მართალია ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა მოვლენები ისეთი საჩინო ხდება, დიდი ფიქრი, განსჯა და ანალიზი არ იქნება საჭირო.-წერს ცომაია.