კორონავირუსის რუსულმა ვაქცინამ, Sputnik V-მა 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
კვლევა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
Sputnik V-ის ტესტირების ბოლო ეტაპის შედეგების მიხედვით, რუსული ვაქცინა უსაფრთხოა.
ვაქცინის გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, ძირითადად ახასიათებს ტემპერატურის მატება და დაღლილობის შეგრძნება.
წყარო: newposts.ge