თურქეთში სკოლების გახსნამდე მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
“ვგეგმავთ, რომ ვაქცინები თებერვალში მივაწოდოთ ჩვენს მასწავლებლებს, რომლებიც დაიწყებენ პირისპირ საგანმანათლებლო პროცესს” – განაცხადა თურქეთის განათლების მინისტრმა.
თურქეთის სოფლის სკოლები 15 თებერვლიდან გაიხსნება. პირველი მარტიდან კვირაში ორჯერ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სკოლაში სიარული შეეძლებათ, ხოლო 8-12 კლასებში სასწავლო პროცესი სრულად აღდგება.
ამასთან, მშობლების არჩევანის შემთხვევაში, მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილები ჩაუტარდებათ.
თურქეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა “სინოვაკი“ დაამტკიცა. ვაქცინაცია 2.2 მილიონი მოქალაქეს ჩაუტარდა.
წყარო: newposts.ge