(ვიდეო) “რა გაუშვეს და რა იყო სინამდვილეში!” – გიორგი ადამია “მთავარ არხს” და “ტვ პირველს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ახლგაზრდა მამაკაცი, რომელმაც “ალტა ოქ”-ში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გირაოს სახით გათავისუფლებული, ივერი მელაშვილის მიმართულებით შეურცმყოფელი სიტყვები წარმოთქვა სოციალურ ქსელში “მთავარ არხთან” მიცემული ინტერვიუს დეტალებს ასაჯაროვებს.


გიორგი ადამია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “მთვარის” ჟურნალისტთან კომენტარის ჩაწერის ამსახველ ვიდეოსაც ტვირთავს და მას თან შემდეგი სახის წარწერას ურთავს:

“მთავარი არხის ჟურნალისტთან მიცემული კომენტარი. რა გაუშვეს და რა იყო სინამდვილეში.პასუხი კითხავზე რატომ არ აკათებს თქვენთან ბაქარ ადამია კომენტარს? დეზინფორმაციაა: იმალება, გაგვირბის, გვატყუებს , ტელეფონს არ იღებს და ა.შ ჩამოგიყალიბათ?! – ამათ ნამდვილ სახეს ყოველდღიურად დავინახავთ!” – წერს ადამია სოციალურ ქსელში.

იხ. ვიდეო: