უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ–ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვნად კლებამ გამოიწვია.
„15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
1 თებერვლიდან აჭარაში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, თელავსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი.
“სპუტნიკი”