ალეკო ელისაშვილმა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვის პირობა დაასახელა

საგამოძიებო კომისიაში სიამოვნებით ჩავერთვებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით 3800 საარჩევნო უბანში კომისიის წევრები ჰყავდა. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი”, „ნაციონალური მოძრაობა” და მეორე „ნაციონალური მოძრაობა” – გიგა ბოკერიას პარტია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ამ ხალხს ჰყავდათ ცესკოს მიერ დაფინანსებული კომისიის წევრები 3800-ვე უბანზე. იმისათვის, რომ დავინახოთ გაყალბების სრული სურათი, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ და მათი 10 ათასი დამკვირვებელი ადასტურებს თუ არა გაყალბების ფაქტს, ან რა მასშტაბით ადასტურებს. სხვა შემთხვევაში, კომისიაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ. ჩვენ სულ რამდენიმე ათეული მოხსლისე დამკვირვებელი გვყავდა, 3800 უბანია და ამ სამ პარტიას არათუ დამკვირვებლები ჰყავდათ, არამედ კომისიის წევრები. თუ 10 ათასი კაცის ოქმები არ იქნება, სურათის დადგენა გაგვიჭირდება”, – განაცხადა ელისაშვილმა.

 

“რეზონანსი”