ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში, წერს:
“არ ვიცი საუბრობენ თუ ამაზე საქართველოში, და არის თუ არა ამაზე მსჯელობა კოვიდ ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საქართვლოს კოვიდ ვაქცინაციის პროგრამაზე
როგორც ცნობილი, მეორე დიდი პარტია რომელიც უნდა შემოვიდეს საქართველოში, კოვაქს პლატფორმის დახმარებით არის ასტრა/ზენეკას ვაქცინა. ამ გზავნილის მეშვეობით გეგმის მიხედვით უნდა აიცრან ის ჯგუფები რომელთა ასაკიც 60 წელზე მეტია.
თუმცა ამ ბოლო დღეებში ასტრა /ზენეკასთან მიმართებაში სიტუაცია შეიცვალა. კერძოდ 5 ქვეყანამ – გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, პოლონეთი და იტალია, უარი განაცხადა რომ ამ ვაქცინით აცრიდან 55 წელს ზემოთ აცილებულ ჯგუფს. დღეს კი სულ ახალხან, შვეიცარიამ საერთოდ უარი განაცხადა ამ ვაქცინის დამტკიცებაზე, იმ მიზეზით რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინის ირგვლივ.
ასე რომ ალბათ კარგი იქნება თუკი საქართველო უკვე ახლავე დაიჭერს თადარიგს და გადახედავს თავის პრიორიტეტულ ჯგუფებს, ან მოსახლეობას გააცნობს თუ რას აპირებს ამ სიტუაციაში, სანამ ვაქცინა ჩამოსულა და სანამ ანტივაქსერებს ერთი ამბავი აუტეხიათ, თუკი საქართველო მაინც გადაწყვიტავს უფროსი ასაკის ადამიანების აცრებს ამ ვაქცინით”