ავარიას ავტობანზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გორის გვირაბთან მოძრავი ევაკუატორის მძღოლი ტრაილერს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ავარიის გამო, მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით გვირაბის მიმდებარედ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: newposts.ge