ბილ გიტსმა პანდემიასთან მისი კავშირი განმარტა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა გერმანულ გამოცემასთან – Suddeutsche Zeitung – ინტერვიუში პანდემიასთან მისი კავშირი განმარტა.

გეიტსის აზრით, ვაქცინაციის შესახებ, არასარწმუნო ინფორმაციების გავრცელება, კორონავირუსის პანდემიას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

“დიდი გამოწვევაა, როცა ადამიანები მარტივ გამოსავალს ეძებენ” – განაცხადა მან.

გეიტსი ამბობს, რომ მისი ფონდი უკვე გადააწყდა ადამიანებს, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას და გაიხსენა დრო, როცა პოლიომიელითის დროს, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი და ნიგერია, ხალხს, რგონა, რომ ვაქცინა ქალების უნაყოფობას გამოიწვევდა.

გეიტსი აცხადებს, რომ ასეთი დაბნეულობის დროს საჭიროა მივმართოთ გავლენიან ადამიანებს, საზოგადო მოღვაწეებს, ან რელიგიურ ლიდერებს დიდი ავტორიტეტით და დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ისინი შეძლებენ მოსახლეობას ვაქცინაციის უპირატესობები აუხსნან.

შეგახსენებთ, რომ იანვარში პერუს სასამართლომ ჯორჯ სოროსი, სტივენ როკფელერი და ბილ გეიტსი კორონავირუსის პანდემიის გამოწვევაში დაადანაშაულა.

წყარო: bm.ge