ჩინეთმა გაეროს განცხადება, რომელიც მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას გმობდა, დაბლოკა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გაეროს განცხადება მოუწოდებს სამხედროებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები.
ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო: ptn.ge