ეს წელი გამოწვევებით სავსე იქნება, მოლაპარაკებები მთლიანად მხარეებზეა დამოკიდებული

ჩემი რეკომენდაცია ყველა პარტიისთვის საქართველოს ინტერესის პირველ ადგილზე დაყენებაა – ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, იმისთვის, რომ მხარეებმა ქართველი ამომრჩევლების პრიორიტეტებზე იმუშაონ, მათ გამოსავალი უნდა იპოვონ.

დეგნანის განცხადებით, მოლაპარაკებების მზაობის შემთხვევაში ფასილიტატორები მხარეებს ყველა შესაძლო გზით დაეხმარებიან.

“ჩემი რეკომენდაცია ყველა პარტიისთვის არის, რომ საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ, მათ ესმით რა არის ქართველი ამომრჩევლებს პრიორიტეტი, რომელიც სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ჯანდაცვაა. მათ უნდა იპოვონ გზა, რომ მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება, რათა შეძლონ ამ პრიორიტეტებზე მუშაობა, რომელთა წინაშე საქართველო დგას.

ეს წელი გამოწვევებით სავსე იქნება, მოლაპარაკებები მთლიანად მხარეებზეა დამოკიდებული, თუ ისინი მოლაპარაკებებისთვის და გამოსავლის პოვნისთვის მზად არიან, მაშინ ჩვენ, ფასილიტატორები მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერი გზით, რითაც შეგვიძლია”- განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

“რუსთავი2”