“კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი და აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება ხალხს გამოსავალს არ დაუტოვებს მოხდება კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლების გამოყენება.
აღნიშნული განცხადებით ჩარკვიანი რამდენიმე დღის წინ ბიზნესის მხრიდან დაანონსებულ დაუმორჩილებლობის აქციას, მთავრობის მეთაურის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებს გამოეხმაურა.
“გახარიამ ცალ ყურში რევოლუციის გუგუნი გაიგონა და გამოაცხადა ”8-ში გაიხსნებაო”, აი მეორე ყურშიც რომ გაიგონებს გვიან იქნება, მთავარ “შენობასთან” იქნება უკვე ხალხის გუგუნი.
“რევოლუციებს” ოპოზიცია კი არ აკეთებს ხოლმე (ისტორიამ გვაჩვენა და გვასწავლა) არამედ რეგვენი, კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, თავისი აღვირახსნილობით. დიახ, რეგვენი ხელისუფლების გამო ხდება, ხოლმე, ხალხის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. არაფერს, რომ აღარ დაუტოვებს, გამოსავალს რომ არ დაუტოვებს ხოლმე ხალხს, უკანონობისგან გათამამებული ხარბი და ბიუჯეტის გამფლანგველი ხელისუფლება!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.